თელავში ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
მომხდარს სახლის მეპატრონე, 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რა დროსაც სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. სამივე მათგანმა თავდაპირველად გამოსვლა შეძლო, თუმცა 40 წლამდე მამაკაცი უკან შებრუნდა, შემდეგ კი მან ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ამ დრომდე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები