სოფელ ქედლებში ახალი ტურისტული სივრცე მოეწყო
სოფელ ქედლებში ახალი ტურისტული სივრცე მოეწყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს მოემსახურება. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა გადასახედი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათება, განთავსდა მოსასვენებელი სკამები და აშენდა ფანჩატური.
“ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს ახალი ტურისტული ლოკაციის მოწყობა ასევე იგეგმება სოფელ თაგოში.
ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სოფლის ტურისტული პოტენციალის ზრდას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდასა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა,”- წერია ინფორმაციაში.
