ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის  მერმა ,ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

“პროექტის ფარგლებში, გზა N2 -ზე მოეწყობა 308 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები  და ეზოში შესასვლელები. ამ ეტაპზე დასრულებულია საფუძვლის მოწყობა და მიმდინარეობს ქვედა ფენი დაგება მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით.

პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს „გ.კ”. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები