ნინო ნიჟარაძემ ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“სოფელ ჭერში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს იუბილე მიულოცა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, სოფიო ბაკურიძემ.
ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მინურ პაქსაძესთან ერთად, დიდაჭარაში მცხოვრებ 102 წლის შუშანა შავაძეს და დიოკნისში მცხოვრებ 105 წლის ზულბიე ძირკვაძეს იუბილე მიულოცა.
ამ დროისთვის აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის 30 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ნაქიფე დავითაძეა.
უხუცესებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარის ოდენობით გადაეცათ. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების თანხა 2026 წელს 1500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა”- წერია ინფორმაციაში.
