გიორგი სვანიძე: ყველაზე მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი ძალების , სწორედ ეს რწმენა დაგეხმარებათ, საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი ცოდნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

როგორც გიორგი სვანიძე აღნიშნავს, ბოლნისი ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებით და დარწმუნებულია, რომ წელსაც ბევრი წარმატებული აბიტურიენტი ეყოლება.

ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენო ბოლნისელო ახალგაზრდებო! დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი იწყება. ვიცი, რამდენი იშრომეთ ამ დღემდე მოსასვლელად და მჯერა, გამოცდებს თავდაჯერებულად ხვდებით.

ყველაზე მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი ძალების ,სწორედ ეს რწმენა დაგეხმარებათ, საუკეთესოდ აჩვენოთ თქვენი ცოდნა. ბოლნისი ყოველთვის ამაყობდა ნიჭიერი ახალგაზრდებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთხელ ასახელებთ.

გახსოვდეთ, გამოცდები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, წინ უამრავი ახალი შესაძლებლობა და დიდი წარმატება გელით!

გისურვებთ იღბალს, მშვიდ საგამოცდო პერიოდს და დასახული მიზნების მიღწევას. ჩვენ გვჯერა თქვენი! წარმატებებს გისურვებთ.“ – აღნიშნავს გიორგი სვანიძე.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები