გიორგი სვანიძე: მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში ეტაპობრივად ხორციელდება პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, მუნიციპალიტეტის მერ ზამურ ჭითანავასთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისსა და სოფელ სამტრედოში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩაზე, შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. 1 044 590 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 3025 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ქვაფენილი, გარე განათების სისტემა, ღობეები, ჭიშკრები და ხევში სანიაღვრე ქსელი.

სოფელ ჭაპალაში კი 299 999 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 515 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში ეტაპობრივად ხორციელდება პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს“,-აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც ქალაქის შემოსასვლელიდან აღმაშენებლის 43 ნომრამდე არსებული სივრცისა და მწვანე ზონების მოწყობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები