ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სასპორტო დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზებით, 19 ივნისს, აგარის ცენტრალურ სტადიონზე, მოყვარულთა ლიგის ქარელის მუნიციპალური ჩემპიონატის ფინალური თამაშები ფეხბურთში გაიმართა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: მატჩში მესამე ადგილისთვის ქვ/ხვედურეთი – ფრონე 1:0;
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები:
გიგანტი და აგარა, სადაც ძირითადი დრო დასრულდა 0:0, ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვა გიგანტის გუნდმა ანგარიშით 3:1.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ მედლები, თასები და ფულადი ჯილდო.
