ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ბერძენაულში შიდა საუბნო გზების ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ბერძენაულში შიდა საუბნო გზების #2 და #4  მონაკვეთზე ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სულ ორივე მონაკვეთზე დაიგება 652 გრძ. მეტრი ასფალტობეტონის საფარი. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

“ამ ეტაპზე გზა #2-ზე მიმდინარეობს საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოსაწყობი სამუშაოები. პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,გ.კ”.- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები