ახალციხეში ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენას და ალბომის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაზე 70-მდე თანამედროვე, ადგილობრივი ხელოვანის ნახატები იყო წარმოდგენილი, მათ შორის, როგორც პროფესიონალი, ისე თვითნასწავლი მხატვრების.

“გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ,   ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილემ გელა მაღრაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის მხატვართა ნამუშევრების   ალბომის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გამოიცა.

 ვარლამ წიკლაურმა გამოფენაში მონაწილე მხატვრებს შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მომავალშიც, მსგავსი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა.

 ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები