გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ცნობისთვის, გარდაბანში, დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 ახალგაზრდა ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
