გოგა ჩანადირი: დენი გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება ისეთი საეჭვო ხელშეკრულებით, როგორიც მთავრობამ “ენკასთან” გააფორმა და რომელიც სულაც არ იყო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

დიახ, დენი გვჭირდება და თანაც, ადგილზე გამომუშავებული, მაგრამ არ გვჭირდება ისეთი საეჭვო ხელშეკრულებით, როგორიც მთავრობამ “ენკასთან” გააფორმა და რომელიც სულაც არ იყო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი, – ასე ეხმაურება ბლოგერი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი კომპანია “ენკა”-ს მიერ “ნამახვანჰესის” პროექტის გაუქმებას.

“ნუ ხატავთ აპოკალიფსს ნამოხვანჰესის პროექტის ჩავარდნის გამო, რა.
დიახ, დენი გვჭირდება და თანაც, ადგილზე გამომუშავებული, მაგრამ არ გვჭირდება ისეთი საეჭვო ხელშეკრულებით, როგორიც მთავრობამ “ენკასთან” გააფორმა და რომელიც სულაც არ იყო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი.
ჩვენ აუცილებლად უნდა ავაშენოთ ჰესები, სწორედ საშუალო და მცირე ჰესები, უზრუნველვყოთ ენერგოდამოუკიდებლობა, იმპორტის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, გარემოს უსაფრთხოება, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
ერთია, რომ ამისთვის მთავრობას გამოკვეთილი და პრიორიტეტული ენერგოპოლიტიკა არ გააჩნია და ჰესების ქართველ და საიმედო უცხოელ ინვესტორებს კარს ფართოდ არ უღებს”, – წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები