ბეგლარ სიორიძე: დეზინფორმაცია და ტყუილია, თითქოს მე ვიცე-მერის პოზიციას დავიკავებ

არანაირი პასუხის გაცემას არ ვაპირებდი “გურიის მოამბე”-ში გაჟღერებულ მორიგ ცრუ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვების შემთხვევაში თითქოს მე დავიკავებ ვიცე-მერის პოზიციას. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, – ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგლარ სიორიძე სოციალურ ქსელში წერს.

ამავე პოსტში სიორიძე ოზურგეთის მოქმედ მერს, კოტე შარაშენიძესაც პასუხობს.

“უფრო მეტიც, აზრადაც კი არ მომსვლია ვიცე-მერობა და ახალი მერის საქმიანობაში ჩარევა. მოგეხსენებათ, 2017 წლიდან დავბრუნდი კვლავ ბიზნესში და ჩემს ოჯახთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ოზურგეთში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ აქედანაც კარგად ვახერხებ სიკეთის კეთებას ჩემი საყვარელი ქალაქისთვის.
მაგრამ ყოველმხრივ მოლოდინს გადააჭარბა(ისევ ბეგი სიორიძე ელანდება) ოზურგეთის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის კოტე შარაშენიძის მხრიდან ანალოგიური ხმების გავრცელებამ. ეტყობა “მეგობარიმერი” 2017 წელთან შედარებით უფრო დაიხვეწა ამომრჩევლის “დაბოლებაში” და იმის ნაცვლად, რომ კამპანია ჩაატაროს, საჯარო შეხვედრები გამართოს და მედიას ესაუბროს-ჭორების გავრცელებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა არავის სჯერა პოლიტიკურად გაკოტრებული კოტე შარაშენიძის მორიგი მითებისა და ვფიქრობ მანაც მშვენივრად იცის, რომ ამ ჯერზე ეს ამბავი არ გამოუვა.
ავთანდილ თალაკვაძე კი რა თქმა უნდა დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მჯერა კვალიფიციურ გუნდსაც შეკრებს და წარმატებული იქნება. აშკარაა, რომ მას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ოზურგეთს ეხლა პროგრესული, ახალი თაობის ლიდერი სჭირდება და ავთო სწორედ ასეთია”, – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები