ქალაქ ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე  წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა მოადგილეებთან ერთად ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მეორე მსოფლიო ომის ობელისკი ყვავილებით შეამკეს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გმირები გაიხსენეს ვეტერანებმა და ქალაქის საზოგადოებამ.

“საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები