“არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად!” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, ანტიბიოტიკების რაციონალური თუ არარაციონალური გამოყენების გამო, მსოფლიოში დაღუპულთა რაოდენობა პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა.
“2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემი პანდემიის დროს ანტიბიოტიკების რაციონალური, თუ არარაციონალური გამოყენების გამო, გაზრდილია სამწუხაროდ. სტატიაში საქართველოს მონაცემებს თუ დავაკვირდებით, ყველა ძირითადი გამოწვევის მიმართ არსებული ანტიბიოტიკების რეზისტენტობა 40 დან 90% მდე მერყეობს”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

 

იგი მოსახლეობას მოუწოდებს, ანტიბიოტიკების თვითნებური მიღებისაგან თავი შეიკავონ.

“არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად! გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს!”, – წერს კულუმბეგოვი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები