ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, არცერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიატრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.
“ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში – ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
ამ პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე.
შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი.
არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!”, – აღნიშნავს პრემიერი.