ზუგდიდის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო
ზუგდიდის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო.
მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;
მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
წარსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://zugdidi.gov.ge/ka/content/987/277/meris-stipendia