სოფელ თამარაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

სოფელ თამარაშენში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად, დაათვალიერა, ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 
“ამ ეტაპზე ნაწილობრივ მოეწყო საფუძველი და მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში დაიგება 913 გრძივი მეტრი ასფალტობეტობნის საფარი,მოეწყობა მიერთებები და ეზოში შესასვლელები. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით . სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები