ლაგოდეხსა და პანკისის ხეობის მთებში ხანძარია

კახეთში ხანძრის ორი კერაა. ცეცხლი ლაგოდეხსა და პანკისის ხეობის მთებში გაჩნდა.  რას უკიდია ცეცხლი და რა ფართობზეა გავრცელებული უცნობია, რადგან ხანძრის კერები უახლოესი სოფლებიდან მოშორებით არის.

“კვირას” ინფორმაციით, ლაგოდეხის ხანძრის კერის მიმართულებით უკვე გასულია სახანძრო ჯგუფი. რაც შეეხება პანკისს, ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები