CO-ს დაგროვების გამო, თელავში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

აფეთქების შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი, დაიმსხვრა ფანჯრები და დაზიანდა მიმდებარედ მდგარი ავტომანქანა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები