გორის მერია: კოშკებსა და რიეთში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს

კოშკებსა და რიეთში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, მერია ორივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას გეგმავს.
“პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 20 იანვარს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 835 610 ლარია.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.
დღემდე, რიეთში (100-მდე ოჯახი) და კოშკებში (85 ოჯახი) მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს საუბნო ონკანებიდან იღებდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები