ონში უხვი ნალექის შედეგად დათოვლილ გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და იწმინდება

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია პიპილეთი-ჟაშქვა-ღუნდა-სორგითის მიმართულებით როგორც სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ასევე აღნიშნული სოფლების შიდა საუბნო გზები.
“გზების წმენდითი სამუშაოები დასრულდა ბარი-მრავალძალის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება.
გზების წმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები