სერგი ხიდეშელი: ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ახალგაზრდული ინიციატივებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქ ონში, გვანცა დედოფლის ქუჩაზე სპორტული მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედანზე დამონტაჟდა ფეხბურთის და კალათბურთის ფარები, დაიგო ბუნებრივი საფარი.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდი ხვედელიანი ადგილზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოებს გაეცნენ.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2022 წელს ქალაქ ონს კიდევ ერთი სპორტული მოედანი შეემატა. ჩვენი ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია ახალგაზრდული ინიციატივებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა” – აღნიშნა სერგი ხიდეშელმა.

სპორტული მოედნის მშენებლობა განხორციელდა შპს ფასისისმიერ, ღირებულება შეადგენდა 43778 ლარს და დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები