“ნაცმოძრაობისა” და “საქართველოსთვის” კოალიციური გაერთიანების გამო გახარიას პარტია საკრებულოს წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ჩხოროწყუში საკრებულოს წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჯონი ჯალაღონიამ გამოაქვეყნა. გახარიას თანაგუნდელი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და პარტია “საქართველოსთვის” კოალიციაში შევიდნენ. მისივე თქმით, ეს გახარიას პარტიის ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა და “ნაცმოძრაობასთან” გადაკვეთა შეურაცხმყოფელია.

 

“როგორც მოგეხსენებათ გახლავარ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან საქართველოსთვის. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღო! იმისათვის, რათა საკუთარ თავთან და ჩემს ხალხთან მართალი ვიყო ვტოვებ პარტიას. ეს პრინციპული გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ გარემოებამ რომ დავრწმუნდი ვბრუნდებოდი წარსულში, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის კოალიციურმა გაერთიანებამ, სადაც ძირითადი ძალა იქნება ნაციონალური მოძრაობა რაც აშკარად ჩანს, ეს კი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა მე მაინც ღიად დავუჭირე მხარი პარტია საქართველოსთვის პარტიის ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. მეორე მიზეზი ბევრ სხვა მიზეზებს შორის ის იყო, რაც პირად შეურაცხყოფად აღვიქვი, რომ ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სახის მონიშვნით ხმის მიცემის დირექტივა, რაც საკმარისი გახდა მიმეღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც მართლა დამოუკიდებლად უნდა ემსახუროს ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას შემოგვიერთდით და ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე თავისუფალი ვიყოთ გადაწყვეტილებების მიღებაში  და ასე ვაკეთოთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის საჭირო კეთილი საქმეები”,- წერს ჯონი მანჯგალაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები