ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრო ლეიბი გახდა.
ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში 17 წლის მოზარდი 2 მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად 17 წლის მოზარდმა ტერფის მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მას ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება.
ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა, ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.