ხათუნა გარგულია: პანდემიის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანი იყოს აცრილი

გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოს გადაუდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი ხათუნა გარგულია ვაქცინაციის კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის აქტიურად ჩაერთო. მედიკოსი ამბობს, რომ პანდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.

“ვუერთდები მთავრობის აქციას #ავიცრათერთმანეთისთვის. პანდემიის დასრულებისთვის ძალიან მნიშვენლოვანია თითოეული ჩვენგანი იყოს აცრილი. მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა წარმატებით და უსაფრთხოდ გაიარა ეს გზა. ეს იმას ნიშნავს,რომ არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ავიცრათ ერთმანეთისთვის და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს “,- ამბობს ხათუნა გარგულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები