ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაეთში გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, მერის პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე – ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 3 კმ-დე მონაკვეთზე დაიგება და მისი სრული ღირებულება 1 146 954 ლარს შეადგენს.

პროექტი გარდამავალია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის ივლისში დაიწყო და დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ფართომასშტაბიანი სამუშაოები ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები