კაპიტონ ჟორჟოლიანი: დიდი მასა არის ჩამოსული, ალბათ, აფეთქებითი სამუშაოები დაგვჭირდება

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სავარაუდოდ, აფეთქებითი სამუშაოები განხორციელდება. მერი იმედოვნებს, რომ გზა ხვალ დილამდე გაიხსნება.

“ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დიდი რაოდენობით კლდე არის ჩამონგრეული, დიდი მასა არის ჩამოსული, დაახლოებით 700-800 კუბიანი ქვების. ალბათ, აფეთქებითი სამუშაოები მოგვიწევს. ვიმედოვნებ, რომ ხვალამდე გაიხსნება გზა“, – აღნიშნავს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე კლდე დღეს დილით ჩამოიშალა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

მესტია-უშგულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები