ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე ტყებუჩავა აირჩიეს

ფოთის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე ტყებუჩავა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს ჩემი არჩევისთვის. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ჩემი ქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმალური მოტივაციით, ვიდგები ფოთისა და ფოთელების ინტერესების სადარაჯოზე. ასევე, ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო ფოთის უკეთესი სოციალური და ინფრასტრუქტურული გარემოს ჩამოყალიბებაში. მინდა, მივულოცო დეპუტატებს, ფოთელი ამომრჩევლის ნდობა და ამ ნდობის დამსახურება, ვუსურვო მათ წარმატებები. ასევე, მინდა, მივულოცო ქალაქ ფოთის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს არჩევნებში ღირსეულად გამარჯვება. დარწუნებული ვარ, ერთობით, ერთსულოვნად, ერთიანი ძალისხმევით შევქმნით უკეთეს და ახალ პერსპექტივებს. მჯერა, მომავალი ოთხი წელი ჩვენთვის იქნება მთავარი, ვუეთრგულოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას და სურვილს ჩვენი მოსახლეობისა, რომ ფოთი ვაქციოთ უკეთეს ქალაქად“, – განაცხადა ალექსანდრე ტყებუჩავამ.

 

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს  „ნაცმოძრაობის“ წევრებმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებმაც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები