ხმაური ფოთის საკრებულოში – „ნაცმოძრაობის”  წევრებმა სხდომაზე ბანერი, „თავისუფლება მიშას” გამოფინეს

ფოთში, საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომაზე ბანერი, „თავისუფლება მიშას” და “ნაცმოძრაობის” გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს.  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფუტკარაძის ხსოვნას, რასაც სხვა დეპუტატები არ შეუერთდნენ. სწორედ ამან გამოიზვია დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც „ნაცმოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ამ დროისთვის, ფოთის საკრებულოში დაძაბული ვითარება განმუხტულია. სხდომა მშვიდად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები