წალენჯიხაში ‘’დემოკრატიის ჰაბი’’ გაიხსნა

წალენჯიხაში “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD)  ახალი ოფისი ‘’დემოკრატიის ჰაბი’’გაიხსნა. შეხვედრის ორგანიზატორთა ინფორმაციით,   ოფისის საზეიმო გახსნის ცერემონიას ცენტრის დირექტორი ლევან ცუცქირიძე და მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა დაესწრნენ.
მათივე განმარტებით, ცენტრი პირველ ეტაპზე შემდეგი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:
პოლიტიკური განათლების პროგრამები;
საზოგადოებისა და თვითმმართველობის თანამშრომლობის, თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ანტი-დემოკრატიული პროპაგანდისა და ტენდენციების საწინააღმდეგო სამოქალაქო სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება.

“დემოკრატიის ჰაბი” იქნება სივრცე, სადაც ექსპერტებთან ერთად მოეწყობა შეხვედრები
დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის
საკითხებთან დაკავშირებით.” – აღნიშნა EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები