გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პოლიციის დამატებითი ჯგუფები გამოიძახეს – რა ვითარებაა ადგილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პოლიციის დამატებითი ჯგუფის მისვლა გახდა საჭირო. ისინი “ტვ პირველის” ჟურნალისტმა გამოიძახა. მალხაზ მიქელაძის თქმით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ორმა ადგილობრივმა მიაყენა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მოქალაქეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და მათი გაღიზიანება ზოგადად კამერების დანახვამ გამოიწვია.

გორში, სამხედრო ჰოსპიტალთან უკვე მე-4 დღეა მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და მკურნალობის საკითხებს აშუქებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები