ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, სოფელ რაჭისუბანში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ამის შესახებ “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ბუბა გობეჯიშვილის განცხადებით, პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია, ამიტომ იგი საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.

ვაქცინაციის მარათონი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 19 ოტომბერს დაიწყო. დაბა კაზრეთისა და სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები