თამარ გაბუნია: მობილიზებული 9000 საწოლიდან დაკავებულია 5679, დანარჩენი კი თავისუფალია

ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება – დაახლოებით 9000 საწოლი, რომელიც მობილიზებული იყო მეოთხე ტალღის პიკურ პერიოდში, კვლავ მობილიზებული დარჩა. აქედან დაკავებულია 5679, დანარჩენი კი თავისუფალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფონგზე განაცხადა.

მისი თქმით, უფრო მეტი თავისუფალი საწოლია აჭარასა და თბილისში, ვინაიდან ამ რეგიონებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია.

„ამჟამად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს, რაც შედარებით დაბალია იმაზე, რაც კორონავირუსის წინა ტალღების დროს გვქონდა. გარკვეულწილად, ამის მიზეზია ვაქცინაცია და შემთხვევების შედარებითი სიმსუბუქე. ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება – დაახლოებით 9000 საწოლი, რომელიც მობილიზებული იყო მეოთხე ტალღის პიკურ პერიოდში, კვლავ მობილიზებული დარჩა. აქედან დაკავებულია 5679, დანარჩენი კი თავისუფალია. უფრო მეტი თავისუფალი საწოლია აჭარასა და თბილისში, ვინაიდან ამ რეგიონებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. შესაბამისად, ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის ვიყენებთ მეოთხე ტალღისთვის“, – ამბობს თამარ გაბუნია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები