“უცხო ხალხი ჰყავდათ მოყვანილი” – “ოცნების” წარმომადგენლების ინფორმაციით, დმანისში ოპოზიციის აქტივისტებმა ერთმანეთში იჩხუბეს

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრისას მომხდარი დაპირისპირებას ორი ადამიანის დაჭრა მოჰყვა. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მათ აქტივისტებს ცივი იარაღით მმართველი გუნდის მხარდამჭერები, პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები კი  აცხადებენ, რომ საარჩევნო შეხვედრაზე ჩხუბი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს ერთმანეთში მოუვიდათ.

“ჩვენ ველოდებით, რომ მერე შეხვედრა ჩაგვეტარებინა, მივედით და წივილ-კივილი დაიწყეს ქალებმა. შეურაცხყოფა მოგვაყენეს.  მერე ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი. უცხო  ხალხი ჰყავდათ მოყვანილი, ადგილობრივებს ეგონათ, რომ ისინი ამათ ურტყამდნენ და ერთმანეთში ჩხუბობდნენ. არ ვყოფილვართ ჩვენ ჩხუბის მონაწილეები”,- აცხადებს “ოცნების” მხარდამჭერი.

ცნობისთვის, სოფელ განთიადში დღეს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ორი აქტივისტი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები