კახა ოქრიაშვილის განცხადებით, დმანისის მერობის კანდიდატის შეხვედრაზე ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.

როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის გიორგი ტატუაშვილისა და მისი ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, “ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დაჭრეს.

“კვირა” მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები