ბოლნისის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ შეუერთდა

,,ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“,- ამ დევიზით წელს მსოფლიო დასუფთავების კამპანია ტარდება, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. ბოლნისის მერიისა და შპს ,,კომუნალური მეურნეობის“ თანამშრომლებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბა თამარისის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
დასუფთავების აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით გაიმართა.
საერთაშორისო კამპანია- ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. დღეს მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები