დავით შერაზადიშვილი: მომავალშიც განვაგრძობთ ქალაქის ყველა ქუჩის და იერსახის მოწესრიგებას

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, დავით შერაზადიშვილი  კარდაკარის პრინციპით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, დავით ჯაფარიძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მართველი გუნდის კანდიდატებმა, ამომრჩეველს პირისპირ გააცნეს სამომავლო გეგმები და მოისმინეს მათი საჭიროებები.

გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებმა შერაზადიშვილს მადლობა გადაუხადეს მათი ქუჩის მოწესრიგებისა და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, განხორციელდა ბოლნისის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, დაიგო ქვაფენილი, შეიცვალა ღობეები და ჭიშკრები.

„ჩვენთვის მოსახლეობის კეთილგანწყობა და მათი მადლიერება სასიამოვნო და იმის მანიშნებელია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია. ჩვენ, მომავალშიც განვაგრძობთ ქალაქის ყველა ქუჩის და იერსახის მოწესრიგებას”,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები