ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში გამოკვლეული 502 ადამიანიდან კორონავირუსი 138-ს დაუდასტურდა. დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებსა და საველე ჰოსპიტალში ჯამში 158 პაციენტი მკურნალობს, 36 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 26 375 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 21 807, ხოლო გარდაიცვალა 395 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები