საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ავარიას ერთი ადგილობრივი მცხოვრები, 35 წლის კაცი ემსხვერპლა.
ერთმანეთს „ფოლცვაგენისა“ და „პორშეს“ მარკის ავტომობილები ცოტა ხნის წინ შეეჯახნენ. სხეულის მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ფოლცვაგენის“ მძღოლი კლინიკაში გადაიყვანა.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები