ყვარელი-შილდის საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ყვარელი- შილდის საავტომობილო გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

მიღებული ტრავმებით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები