გუდაუთაში ძაბვის ვარდნის შედეგად სუნთქვის აპარატის გამორთვას კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა

გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 1949 წელს დაბადებული კიდევ ერთი პაციენტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამორთვას შეეწირა.

ამის შესახებ ე.წ.ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ძაბვის ვარდნა 11 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა, რომლის შედეგად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

მომხდარის შედეგად ერთი პაციენტი იმავე ღამეს გარდაიცვალა, ხოლო სამის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

რაც შეეხება ორი პაციენტის მდგომარეობას, ე.წ. უწყებაში ამბობენ, რომ მათგან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, მეორეს შემთხვევაშიც შეინიშნება დადებითი დინამიკა.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსს ჯამში 4 პაციენტი შეეწირა. პანდემიის დაწყებიდან კი, 340 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, დაავადება კიდევ 84 პირს დაუდასტურდა, რაც ჯამში 23387-ე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები