დმანისის მერიაში „ახალგაზრდული საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ახალგაზრდული საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომას ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარესთან – ირმა ასლანიშვილთან და მოადგილესთან – შოთა კავლელაშვილთან ერთად ახალგაზრდული საბჭოს კოორდინატორი მარიამ ქოჩორაძე უძღვებოდა.

“საბჭო იმუშავებს ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლაზე, ახალგაზრდების ინფორმირებაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ აქტივობებსა და ღონისძიებებზე.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. ახალგაზრდული საბჭო ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას სხვადასხვა საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებას” – განაცხადა მარიამ ქოჩორაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები