ანდრია ჯაღმაიძე: ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო გარეჯში მომხდარი ინციდენტი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში დავით-გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს, რომ ის “ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო”.

მისი თქმით, მედიაში ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.

“ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო გარეჯში მომხდარი ინციდენტი.

როგორც ყოველთვის მთავარმა არხმა დამახინჯებულად გაავრცელა ინფორმაცია. თანდათან ირკვევა: სასულიერო პირები არ იგინებოდნენ, ივერი მელაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და მეტიც, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, არც ოპერატორის წაქცევა მოჰყოლია ვინმესგან ფიზიკურ დაპირისპირებას, ოპერატორი მასზე რაიმე ფიზიკურ ზეწოლას არ ადასტურებს”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ინფორმაციით, გუშინ დავით-გარეჯში ჩასულ მათ გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები