ნინო წილოსანი “ნამოხვანჰესზე”: გარკვეულ ჰომოფობიურ განცხადებებს ვხვდებით, რომელთა მიმართებაშიც ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს არ გამოვრიცხავ

“ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად შიშობენ, ფრთხილობენ და გულშემატკივრობენ ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ან გაეცეს პასუხები”,- ასე ეხმაურება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი “ნამოხვანჰესის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

წილოსანის თქმით, აღნიშნულ თემაზე ჰომოფობიური განცხადებებიც კეთდება.

“ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად შიშობენ, ფრთხილობენ და გულშემატკივრობენ ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ან გაეცეს პასუხები, რასაც ვფიქრობ, რომ მინისტრები, რომლებსაც უშუალოდ ეკუთვნით ეს საკითხი, მეტ-ნაკლებად ცდილობენ და ასევე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ გარკვეულ საკითხებზე აუცილებელი იყოს კონსენსუსის მიღწევა. მეორეს მხრივ, ასევე ვხვდებით გარკვეულ ჰომოფობიურ განცხადებებს, რომელთა მიმართებაშიც, სრულიად არ გამოვრიცხავ ასევე ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს”,- განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები