ლაგოდეხში, სკვერების, ბაღებისა და გაზონების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხში, სკვერების, ბაღებისა და გაზონების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტში არსებულ დასასვენებელ სკვერებს და გაზონებს განახლებითი სამუშაოები უტარდებათ. მიმდინარეობს ნარგავების შემობარვა, გასხვლა და სასუქით განაყოფიერება.
„ სუფთა და მოწესრიგებული მუნიციპალიტეტი ჩვენი პრიორიტეტია. ვფიქრობ მისი იერსახის შექმნისთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“- აცხადებს ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.
გამწვანების სამუშაოებს ააიპ ლაგოდეხის სერვის ცენტრი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები