ბათუმში მოძრაობა “სირცხვილიას” სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქცია-მსვლელობის დროს ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ორი პირი დააჯარიმეს.
„განგიმარტავთ, რომ გზის სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით არის დანაშაული, ამიტომ ვერ მოგცემთ წარწერების გაკეთების საშუალებას“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცავები პროვოკაციას აწყობენ.
“აქცია მშვიდობიანია და ადამიანების დაჯარიმება დაიწყეს. დღეს ვარღვევთ კომენდანტის საათს, გამოხატვის თავისუფლება კომენდანტის საათის დროს არის კანონიერი”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა
თავის მხრივ, სამართალდამცავები ამბობენ, რომ აქციის სხვა მონაწილეებსაც დააჯარიმებენ.