ორსანტიაში 18 ოჯახი მკაცრ იზოლაციაშია – რა ვითარებაა ზუგდიდში

ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში მესამე დღეა მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი გრძელდება. ეპიდაფეთქების კერაში მყოფი 200-მდე ოჯახიდან 18 მკაცრ იზოლაციაშია. სოფელში პოლიციის დანაყოფები დგას, ისინი მიმომსვლელ ადამიანებს აკონტროლებენ.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ადგილზე ეპიდემიოლოგების ორი ბრიგადა მუშაობს. უკვე გაიტესტა 400 პირი, მათგან 21 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ორსანტიაში კორონავისურის შემთხვევების მატება იმ ოთხი ადამიანის ინფიცირებამ გამოიწვია, რომლებიც “აჭარა ტექსტილის” თანამშრომლები არიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები