საქართველოს ჩემპიონატზე კარატეში, გამარჯვებულები თეთრიწყაროელი სპორტსმენები გახდნენ

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კარატეში, გამარჯვებულები თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული კლუბ- ,,ალგეთის“ სპორტსმენები: ლუკა თორაძე და გიორგი აფციაური, გახდნენ. ამის შესახებ “კვირას” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და კულტურისა და სპორტის ცენტრის სახელით, გამარჯვება მიულოცეს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს როგორც გამარჯვებულ სპორტსმენებს ასევე, მწვრთნელებს – მინდია აფციაურსა და ვასილ მაღლაკელიძეს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა – ვაჟა სულხანიშვილმა, კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა – დავით ყაზახაშვილმა და სპორტის სამსახურის უფროსმა – ზურა ბაბლუანმა.
მოსწავლეების წახალისების მიზნით, კარატისა და ძიუდოს სექციის სპორტსმენებს ცენტრის მიერ შეძენილი კიმონოები გადასცეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები