რუსთავის მერიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ბავშვებს მიულოცა და საჩუქრები გადასცა

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტის ხელმძღვანელ დავით შანიძესთან ერთად  “რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის” ბენეფიციარებს სასაჩუქრე ნაკრებები და ტკბილეული გადასცა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ოჯახებისთვის სახელმწიფოს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვინც არის ნამდვილად განსხვავებული. ვინც საჭიროებს ზრუნვას მთელი სიცოცხლის მანძილზე, როგორც ოჯახებიდან ასევე სახელმწიფოდან. ჩვენი როგორც სახელმწიფოს ვალია ვუზრუნველყოთ ამ ადამიანების უფლებების დაცვა, მათი ღირსეული ცხოვრება და სწორედ ამიტომ ვართ დღეს ყველა აქ და ავღნიშნავთ ამ დღეს მხიარულ გარემოში იმ ბავშვებთან ერთად ვინც არიან განსაკუთრებული და მართლაც საოცარი მოქალაქეები”, – თქვა ნინო ქავთარაძემ.

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები