ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი რუსთავშიც მიაგეს

რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძემ და ა(ა)იპ ,,რუსთავის სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ დირექტორმა დავით შანიძემ პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას და მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე,
1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს.

გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები